ღარიბაშვილი: ამაყად ვამბობთ, გვაქვს ნამდვილი ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა, როგორიცაა ორბანი

დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სურვილი იყო, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიხარია ბატონი ორბანის სტუმრობა, ასევე გვინდოდა გვეჩვენებინა ჩვენი ისტორიული მხარე კახეთი, ღვინის სამშობლო და კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო. მას და მის მთავრობას მადლობა სტუმრობისთვის, მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.