გავრილოვი: ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსეთის დროშის შეურაცხყოფა დაგმო

გავრილოვი: ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსეთის დროშის შეურაცხყოფა დაგმო

კრიტიკას, რომელიც თბილისში "ოფენ ეარის"-ის სცენაზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსმა გამოიწვია, უკვე მოჰყვა მოსკოვის საპასუხო ქება ირაკლი კობახიძის მისამართით — სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვისგან.

„ერეკლე გეწაძის სცენური ჟესტი არა გმირობა, არამედ ჩვეულებრივი უტაქტობაა, შეფუთული ეპატაჟის ფერად ქაღალდში. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, რომ დაგმო ეს ინციდენტი,“ — განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, მომხდარი „არანაირად არ შეესაბამება ნამდვილ ქართულ ღირებულებებს“ და მხოლოდ „უაზრო თვითპიარის“ გამოვლინებაა, რომელიც არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკურ განსხვავებებთან.

„ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება — ეს არის გონების სრული არქონა და პირდაპირი, უგუნური შეურაცხყოფა. ამის გასაგებად დიპლომატი არ უნდა იყო. საკმარისია, ადამიანი იყო,“ — დაასკვნა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვმა ქართულ კულტურაზეც ისაუბრა, რომლის აზრითაც, ტოლერანტობა, სუფრა და პატივისცემა მის საფუძველს წარმოადგენს.