80 წლის თინა ნიკოლიშვილი, რომელსაც 2008 წლის 7 აგვისტოს ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა, დახმარებას ითხოვს. მაშინ, დაბომბვისას დაშავდა მისი მეუღლეც. ჯანმრთელობის პრობლემების პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბროწლეთში მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა, რასაც ძირითადად წამლებში ხარჯავენ.