გაუქმდება თუ არა უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები

დიდი გაუგებრობა ლამინირებული პირადობების ირგვლივ. ამ საკითხზე ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრა შედგა. შედეგით ოპოზიცია კმაყოფილი იყო, ამბობდა, რომ ძველი პირადობების გაუქმების პირობა მმართველი გუნდისგან მიიღო. მალევე გაირკვა, რომ ივანიშვილის გუნდი უკან დახევას არ აპირებს და სატელიტი ევროპელი სოციალისტების ხელით შეტანილი ინიციატივა ბოლომდე მიჰყავს. შედეგად, ლამინირებული პირადობებით მოსახლეობა ხმის მიცემას მაინც შეძლებს, გაყალბების რისკი კი კვლავ მაღალი რჩება.