ჩემო ძვირფასო პოლიციელებო. თქვენ ძალიან ბევრჯერ და ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად. ყოველთვის თქვენ იდექით სწორ მხარეს, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი, მშვიდ და თავისუფალ გარემოში, უაღრესად მნიშვნელოვანია.
ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნები იქნება. არასდროს ვიკადრებ თქვენ [პოლიციელები] მოგიწოდოთ ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე პარტიას. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიასა და პარტიულ ბოსებს.
ეს [მთავრობა] ადამიანები, თავისი მოპარული ფულით, სულ მალე ქვეყნიდან გაიქცევიან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს, როგორც ადრე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ღირსება, ჯანმრთელობა და მშვიდი ძილის უფლება.
მე იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ იმ დიდ მისიას, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავისი არჩევანი. ის არჩევანი, რომელიც არის სამართლიანი, ევროპული, ეროვნული და განვითარებული სახელმწიფო.
განაცხადა ბრიფინგზე გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ, სადაც პოლიციელებს მიმართა და მათ მოახლოებულ არჩევნებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა.