ევროპული საბჭო: საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების შესრულების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ევროპულ საბჭომ, ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას წინ წაიწიოს პრიორიტეტული მუხლების შესრულების თვალსაზრისით", - აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და ხაზი გაუსვა, რომ მუშობა ორმხრივად, პარალელურ რეჟიმში უნდა განვითარდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ "როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად იქნებიან გაწევრიანების პროცესში."

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, გაიხსნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი. ინფორმაციას ამის შესახებ შარლ მიშელი ადასტურებს.