ევროკავშირის ლიდერების გზავნილები ბრიუსელიდან

ისტორიული სამიტი დასრულებულია, თუმცა ევროკავშირის ლიდერები მომდევნო შეხვედრისთვის ემზადებიან. გაფართოების საკითხზე ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება ვიქტორ ორბანის გარეშე მიიღო, თუმცა უნგრეთის პრემიერმა ვეტო დაადო უკრაინისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს- 50 მილიარდიან ფინანსურ დახმარებას. მიუხედავად ამისა, ლიდერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და იმედი აქვთ რომ შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, რადგან 26 წევრი ქვეყნის თანხმობა უკვე არსებობს.