"ეს იყო კერძო საუბარი, დაუშვებელია კერძო საუბრის დროს ჩაწერა" - სეფაშვილი ოდიშარიაზე

რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი და მხარდამჭერი, ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატის მისამართით გამოყენებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკაზე ამბობს, რომ "ეს იყო კერძო საუბარი და ამის ჩაწერა დაუშვებელია".

ამასთან, სეფაშვილი ბექა ოდიშარიას ბოდიშის მოხდას "უწონებს" და ამბობს, რომ "ნებისმიერი მსგავსი უზრდელობა დაუშვებელია".

"შეურაცხყოფა ყველას მხრიდან დაუშვებელია და ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს იყო კერძო საუბარი და დაუშვებელია, რომ ასეთი კერძო საუბრის დროს ხდება ჩანაწერი. ვიმეორებ, ნებისმიერი მსგავსი უზრდელობა, ვინც არ უნდა იყოს, არის დაუშვებელი. ეთიკის საბჭოს განხილვაზე თუ დადგა საკითხი, უნდა დადგეს ყველა საკითხი, მათ შორის თუნდაც მაგიდების გადაყირავების, წივილ-კივილის, ყველასი. პიროვნული შეურაცხყოფა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი იქნება, ქუჩა თუ ნებისმიერი დაწესებულება, არის დაუშვებელი", - ამბობს სეფაშვილი.

ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.

ამ განცხადების შემდეგ, ოდიშარიამ თქვა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მის მიერ გაჟღერებული უცენზურო სიტყვები არავის მისამართით არ იყო ნათქვამი. მან აღნიშნა, რომ მისი "გაბრაზება" არც კვოტირების საკითხს არ ეხებოდა. ამავე დროს, მან გააკრიტიკა მთავარი არხი, რომელმაც ოდიშაირას კადრები გადაიღო და გაავრცელა.