ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც არ იმჩნევდა გენოციდს, ნაციზმსა და მათ ავტორებს. და ეს ისტორიული მეხსიერება, ალბათ, არავის მოსწონს.
საქართველომ ნებართვა მისცა კიდევ ერთ ავიაკომპანიას რუსეთთან პირდაპირი ფრენები განახორციელოს. Georgian Airways-ს, მანამდე კი აზიმუტს.
ქართველი ხალხი მუდმივად გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელმაც 90-იანი წლებიდან, შემდეგ 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან კლავს უკრაინელებს. ჩვენი ერებისთვის ეს მტერი ეგზისტენციალურია.
მაგრამ ზოგიერთი, როგორც ჩანს, ცდილობს არ შეიმჩნიოს კიევის სარაკეტო დაბომბვა, მარინკის განადგურება, მოკლულები ბუჩაში, ირპინში, იზიუმში, ბავშვების გატაცება... ზოგიერთს, როგორც ჩანს დაავიწყდა ტრაგედია გორში.
შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მათ არ ეხებათ. და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთობა ნორმალურია.
არასწორი პოზიცია, ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ხალხიც აუცილებლად გააკეთებს ამას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე წერს.