
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა გააკრიტიკა და თქვა, რომ ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა პალესტინელების ადამიანურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, ერდოღანი შეერთებული შტატების მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის გაგზავნასაც გამოეხმაურა.
"რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და გაანადგურებს, ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას. მოვუწოდებთ რეგიონში მოქმედ ყველა გავლენიან აქტორს აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობის დამყარებაზე, იმოქმედონ იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ "მშვიდობას არ ჰყავს დამარცხებული მხარე"... ცეცხლზე ნავთის დასხმა, მშვიდობიანი მოქალაქეების და სამოქალაქო დასახლებების მიზანში ამოღება სარგებელს არავის მოუტანს", - განაცხადა ერდოღანმა ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.