ეკონომიკური ძალადობა - ვინ (არ) იცავს მსხვერპლ ქალებს

ეკონომიკური ძალადობა, როგორც ძალადობის ფორმებს შორის, ყველაზე დაფარული - 2023 წლის იანვარში საქართველოს ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ორგანიზაცია საფარის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი.

ხშირად, ქალებს უჭირთ, ამოიცნონ ეკონომიკური ძალადობის ფორმები, ამაზე გავლენას საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ახდენს. არადა, პარტნიორზე ან მეუღლეზე ეკონომიკური დამოკიდებულება ფიზიკურ ძალადობაზე ქალების დუმილის ერთ-ერთი მთავარია მიზეზია.