ძლიერი საქართველო: გეგელიაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას

ძლიერი საქართველო: გეგელიაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას

ძლიერი საქართველო აცხადებს, რომ მათ წევრ გრიგოლ გეგელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას.

"დღეს ლელო - ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

ლელო - ძლიერი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!" - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.