ძებნა-შველის ოპერაცია ბაკურიანში

ძებნის ოპერაცია კვლავ შეწყდა. ბაკურიანში უკვე მეორე დღეა, ზვავში მოყოლილ კაცს უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო ოპერაციის შეჩერების მიზეზი უამინდობასთან ერთად, დაღამებაა.

დღეს ადგილზე მაშველების რაოდენობა გაზარდეს, მაგრამ თოვლის მასა დიდია, ადგილი კი მიუვალი, ოპერაციაში კვლავ ვერ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.