დღეს საქართველოში მიწისძვრა ორჯერ მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველად მიწისძვრა თბილისის დროით, 06:38 საათზე, სოფელ გამარჯვებასთან მოხდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.
თბილისის დროით 09:54 საათზე ბიძგები დაფიქსირდა დმანისში, სოფელ მამიშლართანაც. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.