დაზიანებული გელათი - არასამთავრობო ორგანიზაცია გამოძიებას ითხოვს

შესაძლო სამოხელეო დანაშაული, რამაც გელათის სავალალო მდგომარეობა განაპირობა. დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის. საგამოძიებო ორგანოს არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. წარადგინა 20-გვერდიანი დოკუმენტიც, რომელიც აღწერს პროცესს, რამაც გელათი მძიმე ვითარებაში ჩააგდო.