დანიგანი: დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან ემუქრება საარჩევნო სისტემას საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აცხადებს, შეერთებული შტატები ერთგულია იმუშაოს პოლიტიკურ მხარეებთან, ცესკოსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია ემუქრება საქართველოში დემოკრატიული სისტემის სანდოობასა და საარჩევნო სისტემას.

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთი არის ძალა, რომელიც პოზიციურ ცვლილებას ან პოზიტიურ გავლენას უჭერს მხარს ამ ქვეყანაში ან რომელიმე სხვა დემოკრატიაში. საფრთხე არსებობს. დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან ემუქრება დემოკრატიული სისტემის სანდოობას და საარჩევნო სისტემას აქ, საქართველოში.

შეერთებული შტატები ერთგულია იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან, ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან და ოპოზიციასთან იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ იყოს გარე ძალების ჩარევა, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთთან, მათი ხმა იქნება საიდუმლო, რომ მათი ხმა იქნება საიდუმლო, რომ მათ ხმას აქვს მნიშვნელობა და რომ მას ითვლიან. ჩვენ ვხარჯავთ საკუთარ რესურსს,რომ საქართველოს ამაში დავეხმაროთ"- აცხადებს დანიგანი.

საქართველოში რუსეთის გავლენებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "არჩევნებში ჩარევის ერთადერთი წყარო არ არის მხოლოდ რუსეთი".

პაპუაშვილი ამ კომენტარით გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცადებასომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და "ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება".

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი განცხადებებით "ადუნებენ ყურადღებას სხვა მიმართულებით" და ცდილობენ წარმოჩენას, "თითქოს ჩარევის ერთადერთი წყარო რუსეთია".