დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეს, ქრთამის სახით, 20 000 ლარი გამოართვეს. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, მძიმე ბრალდება კი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.