დაძლეული ვეტო ერთპარტიული ცესკოს სასარგებლოდ

მივიღეთ ერთპარტიული ცესკო - ასეთია ოცნების მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტის წარმომადგენლის პოზიცია. დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, საარჩევნო კოდექსში ამოქმედდება ცვლილებები, რომელიც მმართველ გუნდს ცესკოს თავმჯდომარის ერთპარტიულად არჩევის საშუალებას მისცემს. გაუქმდა ოპოზიციის კვოტით დანიშნული მოადგილის პოსტი. ოცნება საზოგადოებას არწმუნებს, რომ სწორედ ესაა ჩიხიდან გამოსვლის გზა, არადა, დაირღვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და 9 დათქმის სულისკვეთება.