ჩერევატი: კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსებმა თავდასხმების ინტენსივობა შეამცირეს

ჩერევატი: კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსებმა თავდასხმების ინტენსივობა შეამცირეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსებმა თავდასხმების ინტენსივობა შეამცირეს.

"ბოლო დრომდე ცდილობდნენ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით 5-7 თავდასხმის განხორციელებას. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც წესი, მათ ერთი შეტევის განხორციელება შეუძლიათ", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.

ჩერევატის თქმით, რუსულმა ძალებმა ბელოგოროვკაში სცადეს შტურმი, თუმცა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. მისი თქმით, დაიღუპა 32 ოკუპანტი, დაშავდა 79, ერთი კი ტყვედ აიყვანეს.

უკრაინის ცნობით, გუშინ ღამით, რუსული ძალები წარუმატებელ შეტევას აწარმოებდნენ ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკას მიდამოში, კუპიანსკის მიმართულებით.