ბრიტანეთი: ჰესის აფეთქების შემდეგ, რუსები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავთ

ბრიტანეთი: ჰესის აფეთქების შემდეგ, რუსები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავთ

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, კახოკას ჰესის აფეთქების შემდეგ, რუსული ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავთ.

"მას შემდეგ, რაც კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რუსმა ოკუპანტებმა ჯარების ნაწილის განლაგება დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად დაიწყეს.

პოტენციურად, ეს ეხება 49-ე არმიის ჯარისკაცებს, მათ შორის 34-ე ცალკეულ მოტორიზებულ ბრიგადას და ასევე, საჰაერო-სადესანტო ძალებისა და საზღვაო ქვეითების ნაწილებს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რამაც სამხრეთ უკრაინაში ათობით დასახლების დატბორვა გამოიწვია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინელ სამხედროებსა და რუს ოკუპანტებს შორის 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა.