ბრალი ქრთამის აღების საქმეზე

წალენჯიხის მერიის თანამშრომლები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. საქმეს სუსი წარმართავს. ლაპარაკია ქრთამზე - 20 ათას ლარზე. დააპატიმრეს ორი ადამიანი. აქედან ერთს ახლო ურთიერთობა აქვს ქართული ოცნების დეპუტატ ზარქუასთან. წალენჯიხის მერი არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციონერია, საყოველთაო კორუფციაში დადანაშაულებულმა ხელისუფლებამ სწორედ ოპოზიციურ წალენჯიხაში გადაწყვიტა დაკავება. თავად მერი ადასტურებს, რომ კორუფცია მართლაც პრობლემაა და ეს წალენჯიხაში ქართული ოცნების მმართველობის მემკვიდრეობაა.