ბორელი: გვსურს მშვიდობა, მაგრამ არა კაპიტულაცია, არ გვინდა, უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ნარატივის გამეორება. უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი - აგრესორი. რუსეთს არ სურს ბრძოლის შეწყვეტა. და უკრაინასაც არ შეუძლია შეწყვიტოს ბრძოლა. თუ უკრაინას სურს უბრალოდ გააგრძელოს არსებობა, როგორც ერმა, მას არ შეუძლია გაჩერება. რუსეთს არ სურს გაჩერება, უკრაინას კი არ შეუძლია გაჩერება.

ბევრი ამბობს, რომ მათ მშვიდობა სურთ. ვაკეთებთ ამას. მაგრამ ყველაზე მეტად მშვიდობა სურთ უკრაინელებს. უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ჩვენც გვსურს მშვიდობა. მაგრამ არ გვსურს კაპიტულაცია, არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსად იქცეს. და სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიფდობის ფორმულა დღეს, ახლა, არის ერთადერთი ყოვლისმომცველი ჩარჩო უკრაინაში მდგრადი მშვიდობისთვის.

განაცხადა ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის პრესკონფერენციაზე.