ბომბის საფრთხის გამო გადადებუილ რეისები

ფრენა რვა საათიანი დაგვიანებით, შეფერხების მიზეზი ბომბთან დაკავშირებული შეტყობინება იყო. ქუთაისიდან ბარსელონაში ცოტა ხნის წინ გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც დღის პირველ ნახევარში აფრენიდან მალევე მოაბრუნეს. სპეციალისტების შემოწმების შედეგად, აეროპორტში ასაფეთქებელ მოწყობილობას ვერ მიაგნეს. ცრუ განგაშის გამო რამდენიმე საათით გაუქმდა ყველა ფრენა. რა მოხდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - ამას ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არკვევს. გამოძიება დაწყებულია. ცნობისთვის, ბოლო დროს შესაძლო ტერაქტის შესახებ შეტყობინებები გახშირდა.