სალივანი: თუ ოცნება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გააგრძელებს, ეს ჩვენს ურთიერთობებს შეამცირებს

სალივანი: თუ ოცნება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გააგრძელებს, ეს ჩვენს ურთიერთობებს შეამცირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი ამბობს, რომ თუ ოცნება ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ეს მათ ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში ოცნების ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილი შეხვედრები მათ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება.

"გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც ქართულ ოცნებას საქართველო მიჰყავს. პარტია ქვეყანას აშორებს იმას, რაც მოქალაქეების უმეტესობას სურს. ეს არის დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან ინტეგრაცია. ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით.

თუ ისინი გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს შეამცირებს ჩვენს ურთიერთობებს", - ამბობს სალივანი.