ბერბოკი: 10 წლის წინ მაიდანზე უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს

10 წლის წინ ამ დღეს, მაიდანზე თქვენ გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა სცემდა უკრაინის გული ევროპისთვის, სიმამაცითა და თავისუფლების იმედით სავსე. მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ.

წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი Twitter-ზე.

დღეს უკრაინა მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რაც პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა.