ბათუმში 45 წლამდე კაცი დაჭრეს

ბათუმში 45 წლამდე კაცი დაჭრეს

ბათუმში 45 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ ეზოში კაცმა დახმარება ადგილობრივებს სთხოვა. ის აცხადებდა, რომ მეგობარი დაუჭრეს. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი 45 წლამდე კაცი დაჭრილი იპოვეს.

მას პირველადი დახმარება მოქალაქეებმა გაუწიეს, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.