აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.
"რუსეთმა უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია. ეს შეუძლებელია", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არგუმენტაციას უკრაინაში შეჭრის შესახებ "სასაცილოს" უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.