ჯიპიაი ჰოლდინგი: ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე მიდიოდა

ჯიპიაი ჰოლდინგი: ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე მიდიოდა

შესწორება: თავდაპირველად ჯიპიაი ჰოლდინგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალი აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა. მოგვიანებით, მათ ოჯახის თხოვნით პოსტი ჩაასწორეს.

ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე მიდიოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯიპიაი ჰოლდინგმა გაავრცელა.

"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში დედასთან ერთად მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ", - ვკითხულობთ პოსტში.