ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთში კერძო რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა, 2 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

წინასწარი ვერსიით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ძრავის გაუმართაობა გახდა.