
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების დიდი ნაწილის ამოქმედება დაბლოკა.
გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებისგან იმპორტზე ყოვლისმომცველი გადასახადების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ განაცხადა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, დაარეგულიროს ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან, რომელიც არ არის გადაფარული პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებით - დაიცვას აშშ-ის ეკონომიკა.
"სასამართლო არ აფასებს პრეზიდენტის მიერ ტარიფების, როგორც ბერკეტის გამოყენების სიბრძნეს ან სავარაუდო ეფექტურობას. ეს ნაბიჯი დაუშვებელია არა იმიტომ, რომ ის არაგონივრული ან არაეფექტურია, არამედ იმიტომ, რომ [ფედერალური კანონი] ამის საშუალებას არ იძლევა", - განაცხადა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ.
კერძოდ, სასამართლომ დაუყოვნებლივ გააუქმა იანვრიდან მოყოლებული ტრამპის ყველა ბრძანება ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფუძნებოდა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტს (IEEPA) კანონს. ეს კანონი მიზნად საგანგებო სიტუაციის დროს "უჩვეულო და განსაკუთრებული" საფრთხეების გადაჭრად ისახავს.
მოსამართლეებმა ასევე დაავალა ტრამპის ადმინისტრაციას, 10 დღის განმავლობაში გამოეცა ახალი ბრძანებები, რომლებიც ასახავს მუდმივ აკრძალვას. თუმცა, მალევე, ტრამპის ადმინისტრაციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა და ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს უფლებამოსილება.