არგენტინაში შტორმს 14 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინაში შტორმს 14 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინაში შტორმს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევა საპორტო ქალაქ ბაია ბლანკაში მოხდა, ბუენოს-აირესიდან სამხრეთით, დაახლოებით 570 კილომეტრში. ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აჭარბებდა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და გაითიშა ელექტროენერგია. დაშავებულია 14 ადამიანი.