ანტიკორუფციული ბიუროს გაზრდილი უფლებები

ქართული ოცნება ევროკომისიის არც იმ დათქმას შეასრულებს, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი უნდა იყოს. ახალი ცვლილებების თანახმად, უგულებელყოფილია ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები. უცვლელი რჩება მთავარი პუნქტი - ხელმძღვანელს კვლავ პრემიერ დანიშნავს.