ანტიკორუფციული ბიურო საეჭვო მიზნებით

როგორ გამოიძიებს კორუფციას პირი, რომელიც კორუფციაში დადანაშაულებული ხელისუფლების დანიშნულია. ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკოსების ფინანსურ შემოწმებას აპირებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიურო, რომლის ხელმძღვანელი მანამდე ღარიბაშვილს, ახლა კობახიძეს ექვემდებარება, გამოყენებული იქნება ბერკეტად ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. პროცესს ნდობა არ ექნება და ხელისუფლების ოპონენტები მას ფარსს უწოდებენ. ოპოზიციას შემოწმების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს პროცესი ხელისუფლებიდან უნდა დაიწყოს.