აქვს თუ არა ხელისუფლებას 9 დათქმის შესრულების ნება?

ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. მესამე სექტორის მთავარი მოწოდება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ამ საკითხში ქართული ოცნება შეუვალია, პირიქით, გარემოს სულ უფრო აუარესებს. ორგანიზაციები სხვა საკითხებზეც გასცემენ რჩევებს, რომლის შეუსრულებლად არჩევნების სამართლიანობაზე ლაპარაკი შეუძლებელი იქნება. ეს ეხება სასამართლო სისტემას, სადაც ხელისუფლება გადაფარებულია კლანსა და მის სანქცირებულ მოსამართლეებს.