
საპროტესტო აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე ქართული ოცნების პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ეზოში შევიდნენ.
ადგილზე ჩანს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი ყუმბარაც გაისროლა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლიც.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა.