საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებასა და ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს არ უთითებს.
ორგანიზაციის ცნობით, ჟორჟოლიანს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს:
გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს მერის პოზიციაზე მიღებულ შრომის ანაზღაურებასაც.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის თანახმად, კაპიტონ ჟორჟოლიანი, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კაპიტონ ჟორჟოლიანს არც წინა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში აუსახავს", - წერია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, რათა შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.