ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის იერიშები სამხერო ობიექტებზე რუსეთის ლოგისტიკას მძიმე დარტყმას აყენებს.
"უკრაინის არმიის იერიშები სამხედრო ობიექტებზე რუსეთის თავდაცვისუნარიანობას და ლოგისტიკას მძიმე დარტყმას აყენებს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, ლოგისტიკურ საცავებზე დარტყმები რუსეთის ჯარების პრობლემებს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კუთხით ამძიმებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევით ოპერაციებს კუპიანსკის, სვატოვო-კრემენაიასა და ბახმუტის მიმართულებით ახორციელებენ. რუსეთის ჯარები კი კუპიანსკის, ბახმუტსა და ავდიივკას უტევენ. ამასთან, რუსული ძალები შეტევებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს დასავლეთით ახორციელებენ, თუმცა ამ მიმართულებით მათ წინსვლა არ აქვთ.