ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში ახორციელებდნენ. მათ გარკვეული წარმატება აქვთ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის მხრიდან იყო განცხადება ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე 1,8 კმ-იანი წინსვლის შესახებ. რუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის ჩრდილოეთ ფლანგზე წინ მიიწევენ.
"უკრაინელი სამხედროები ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ. ამასთან, უკრაინული ძალები ყოველდღიურად დაახლოებით 100 მეტრით მიიწევენ წინ ორეხოვოს სამხრეთით და აღმოსავლეთით", - ნათქვამია განცხადებაში.