EP: არ ვაღიარებთ მთავრობას, ავტორიტარული კურსის შეცვლამდე EU-ში ვერ გაწევრიანდებით

EP: არ ვაღიარებთ მთავრობას, ავტორიტარული კურსის შეცვლამდე EU-ში ვერ გაწევრიანდებით

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო იქამდე ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ვიდრე მთავრობა არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს.

ევროპარლამენტი კვლავ აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას და აღნიშნავს, რომ "არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას". ამასთან, მიუთითებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

"საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს იქამდე, ვიდრე მისი მთავრობა არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია", - ვკითხულობთ ევროპარლამენტის პოსტში.