გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ.
"გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს", - წერს გამოცემა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე კვირას იგეგმება.
მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, შეერთებული შტატების დახმარება, შესაძლოა, შეჩერდეს.