1 წელი მარტის აქციებიდან

მარტის აქციებიდან და რუსული კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდები ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტური ჯგუფების მთავარი სათქმელი ისაა, რომ საგარეო ვექტორის შემოტრიალება და ევროპულ არჩევანზე უარის თქმა ხელისუფლებას არ გამოუვა.